“ოცნების” ბოლო შეკრება წინასაარჩევნოდ

23.10.2024 10:06

“ქართულმა ოცნებამ” ბოლო, წინასაარჩევნო შეკრება თავის მხარდამჭერებთან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართა. 23 ოქტომბერს იქ ათასობით ადამიანი შეიკრიბა - მათი უმრავლესობა მმართველმა პარტიამ ღონისძიებაზე დასასწრებად რეგიონებიდან ჩამოიყვანა. თბილისის მთავარ გამზირზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ “ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში ომი არ იქნება და საქართველოში “ყველაფერი ქართული იქნება”. ჩვენ მათ ისიც ვკითხეთ, რას ეტყოდნენ ბიძინა ივანიშვილს ან ოპოზიციის რომელიმე ლიდერს - მათთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ მისცემოდათ. -- მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი Youtube-ზე http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე http://tinyurl.com/bddphfyp

გაზიარება: