ფილმი „მტერი ჩემი - ძმა ჩემი!“ პრემიერა
19 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ახალი ქართული ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“ პრემიერა გაიმართა. პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. „მტერი ჩემი-ძმა ჩემი“ მოგვითხრობს 1991-1993 წლებში აფხაზეთში მოხდარ კონფლიქტზე, სადაც ასახულია ქართველი და აფხაზი ადამიანების ურთიერთობა, ასევე, კავკასიელ ხალხთა დამოკიდებულება აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით. ავტორმა გადაწყვიტა, მოეთხრო არა ომის სიბინძურეზე, რომელიც ყველა ომს ახლავს თან, არამედ, ამ ომში, ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობების ნათელი მაგალითების შესახებ. ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“ მწარმოებელია სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი“ და კონფლიქტური რეგიონების საერთაშორისო ფონდი „და იქმნა ნათელი“. ფილმი გადაღებულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით. სცენარის ავტორები არიან: ლევან ანჯაფარიძე, ზაურ კალანდია; დამდგმელი რეჟისორი - ლევან ანჯაფარიძე; დამდგმელი ოპერატორი - ბაქარ შარაშენიძე; დამდგმელი მხატვარი - გია ლაფერაძე; კომპოზიტორი -კაკო ვაშალომიძე. ფილმში გამოყენებულია დათო ოძელაშვილის კომპოზიცია. მთავარ როლში - ზურა სულხანიშვილი; როლებში: ტატო ჩახუნაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გია ბურჯანაძე, გიორგი ზანგური, დათო როინიშვილი, გიორგი ბარამიძე, გია კორკოტაშვილი, დათო ქაცარავა, მალხაზ აბულაძე, ვახტანგ ნოზაძე, ზაზა ჭიჭინაძე, და სხვები. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმის „მტერი ჩემი ძმა ჩემი“ პრე...
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
“ჩემი მტერი-ჩემი ძმა” - ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმის პრემი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მტერი ჩემი - ძმა ჩემი - 22 ივნისიდან
kinoafisha. ge
მტერი ჩემი ძმა ჩემი! სრული ფილმი
BLACK RABATI
მტერი ჩემი - ძმა ჩემი! My Enemy - My Brother!
gio anjo
მტერი ჩემი - ძმა ჩემი! My Enemy – My Brother !
gio anjo
PKTV - ქეთი სესიაშვილის დოკ. ფილმი "გვახსოვდეს 1941-45 წწ."!...
PK TV2
ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვა ქეთი სესიაშვილის ფილმზე "ჩემი სა...
PK TV2