PKTV - ქეთი სესიაშვილის დოკ. ფილმი "გვახსოვდეს 1941-45 წწ."! ფილმი ეძღვნება სამამულო ომის ვეტერანებს
05/07/2020
PK TV2-ის
მიერ
● გვესტუმრეთ: http://pktv.ge
არ შემეძლო , რომ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, რომელთა რიცხვიც ცოცხლებში უფრო და უფრო მცირდება, არ მიმეძღვნა მისალოცი ბარათივით რაიმე, 9 მაისთან, ფაშიზმზე მათი გამარჯვების, მათი გმირობის აღსანიშნავად რაიმე... ჰოდა, სახელდახელო ფილმივით გამომივიდა. დაე, ეს ფილმი იყოს ჩვენგან მოლოცვა თქვენთვის , ჩვენო საყვარელო გმირებო, მაშინ პატარა გოგო-ბიჭებო... ცოცხლებმა იცოცხლეთ დიდხანს, აწ უკვე ზეცაში დავანებულებს კი სასუფეველში განსვენება გქონოდეთ და ამ ფილმით თქვენს შთამომავლებს ვულოცავთ 1945 წლის 9 მაისს დღევანდელი 9 მაისის ჩათვლით.
ამ ომში საქართველოს 350 ათასი გმირი შეეწირა, როგორც ვიცი, ომში წასული , ოფიციალური მონაცემებით, 700 ათასზე მეტი ვაჟკაციდან. გმირებს სიკვდილი არ უწერიათ, გმირები მუდმივად ცოცხლები რჩებიან.
დიდება მათ სახელებს, დიდება მათ ვაჟკაცობას, მათ სიყვარულს, მიწისადმი, რომელსაც მუდმივად საქართველო ერქვა. რადგან, ისინი ფაშიზმს იმიტომ ებრძოდნენ სხვა მიწაზე, რომ მტერი საქართველოში არ შემოსულიყო...
ჯერ მარტო ქეჩის ბრძოლები რად ღირს და სტალინგრადის ბრძოლები, სადაც ძირითადად ქართველი ბიჭები იცავდნენ მიწას...
ამიტომაც არ შემეძლო, რომ არ მოგფერებოდით ჩემებურად გადაწყვეტილი, მთელი სიყვარულით შექმნილი \"მისალოცი ბარათით\", რომელსაც დოკუმენტური ფილმის სახე მიეცა.
და რადგან საქართველოში 9 მაისის ხსენება უჭირთ, მე მივეცი თავს უფლება, ჩვენი ტელეკომპანია PKTV-ს სახელით, გულწრფელად მოგფერებოდით ყველა ვეტერანს, დიდი სამამულო ომის მონაწილესა თუ მათ შთამომავალთ... ჩემი წინაპრებიც ხომ იბრძოდნენ, ჩემი მეუღლისაც, თქვენი წინაპრებიც, ...
პატივისცემით, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ტელეკომპანია PKTV
პ.ს. ეს ფილმი ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში დღეს, პარასკევს, 08 მაისს, 2020 წ., უკვე გავიდა, ერთი საათის წინ, დაახლოებით.
საომარ სიმღერებზე აწყობილი ქართული სული იღვრება ფილმში და ის, რომ მხოლოდ უფალმა გადაგვარჩენს, ჩვენ თუ მართალნი ვიქნებით მამულის, ენისა და უფლის წინაშე.
იმედია, კომენტარებით გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას, საჯაროდ
● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/
● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV
●