პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა


პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანა და მიღება საგაზაფხულო სესიაზე შესაძლებელი იქნება. როგორც არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ამოცანები, რაც პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ჰქონდა, ივნისის ბოლომდე ან ივლისის შუა რიცხვებამდე შესრულდება. დღესვე, დეპუტატებმა ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედების გადავადების შესახებ მიიღეს გადაწყეტილება. პანდემიის გამო, ის პირველი ივნისის ნაცვლად, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსებას ეხება. განიხილეს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავდა. „ევროპული საქართველოს“  წარმომადგნელებმა დღეს პარლამენტში პრემიერ- მინისტრის მისვლის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან