შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

11.12.2019 01:33

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტუალურ თემებს, ორმხრივ ურთიერთობებს, განხორციელებულ ვიზიტებსა და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე გახლდათ. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: