შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

04.05.2019 00:49

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა. ჯორჯ კენტთან და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო მიმართულებით. ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ამერიკული კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობას. იმსჯელეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: