#4 რას ვაკეთებთ კომპანიების ღირებულების გასაზრდელად - სინერჯი კაპიტალის გამოცდილება
04/02/2020
სინერჯი · Synergy-ის
მიერ
#4 რას ვაკეთებთ კომპანიების ღირებულების გასაზრდელად - დეტალური ინფორმაციისთვის მოუსმინეთ ვიდეოს
იმ სარგებელში, რომელსაც ჩვენი პორტფელური კომპანიებისთვის ვქმნით, ფული ყველაზე მცირე ნაწილია. ყველაზე კრიტიკული პროცესი, რასაც ვიწყებთ ჩვენს კომპანიებში, არის მათი რუტინული განვითარების პროცესი. სინერჯი ჯგუფის გამოცდილებით 1999 წლიდან, კომპანიებთან განვითარების სხვადასხვა რეჟიმში გვიმუშავია - სპონტანური განვითარება; საპროექტო მიდგომით განვითარება; პროგრამული განვითარება, თუმცა დღეს ეს მიდგომები მოძველებულია, განვითარება უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინა იმისთვის, რომ სათანადოდ ახდენდნენ შესაძლებლობებზე რეაგირებას. ჩვენ გვგონია, რომ ამგვარი მუშაობა ორგანიზაციებისთვის დღეს არათუ უპირატესობა, არამედ აბსოლუტური აუცილებლობაა. ჩვენი განვითარების გუნდების პასუხისმგებლობა სწორედ ესაა, რომ გვერდიდან დააკვირდნენ და გააკეთონ ის ცვლილებები სტრუქტურაში, პროცესებში, მოტივაციაში თუ სხვა კუთხით, რაც საჭიროა რომ ისინი ყოველდღიურად განახლდნენ და განვითარდნენ.
მეორე, სინერჯის ყველაზე დიდი მონაწილეობა კომპანიების განვითარებაში ეს არის მეთვალყურეობა. ყოველთვიურად სამეთვალყურეო საბჭოები ტარდება ყველა ჩვენს პორტფელურ კომპანიაში, რომელსაც ესწრებიან როგორც არსებული დამფუძნებლები, ისე ჩვენი შეყვანილი ინვესტორები, სინერჯიდან იმ კომპანიის განვითარების გუნდი და ასევე სინერჯი კაპიტალის პრივილეგირებული აქციონერები, ვინც სურვილი გამოთქვა სამეთვალყურეო საბჭოებში მონაწილეობის.
სამეთვალყურეო საბჭოს ამგვარმა შემადგენლობამ ერთი მხრივ გაზარდა პასუხისმგებლობის წნევა მენეჯმენტზე, მეორე მხრივ გადაწყვეტილებების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა. ადამიანები, ვინც ამ შეხვედრებში ერთვებიან ძალიან გამოცდილები არიან და მათი ერთი რეპლიკა, სწორად „წაკითხული“ ანგარიში არსებით მიმართულებას აძლევს მენეჯმენტს. ეს ფორმატი საშუალებას აძლევს ინვესტორებსაც, რომ პულსზე ხელი ედოთ.
მესამე, მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდით სუბორდინირებული დაკრედიტების შესაძლებლობას ჩვენი პორტფელური კომპანიებისთვის. განვითარების ფაზაში კომპანიებს აქვთ ხოლმე კაპიტალის არასაკმარისობის პრობლემა. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ინვესტორებს, რო მათ არ მოუწევთ თანხების დამატება, არც წილის შემცირება. სინერჯი კაპიტალის პრივილეგირებული აქციების გაყიდვიდან მიღებულ თანხებს, სწორედ ჩვენი პორტფელური კომპანიების დაკრედიტებისთვის ვიყენებთ, როცა ეს სჭირდებათ. ეს სესხი არის ე.წ. კვაზი კაპიტალის სახით, რასაც საფინანსო ინსტიტუტები მხედველობაში იღებენ და დამატებით ფინანსებს ხელმისაწვდომს ხდიან მათთვის. ამ მექანიზმით, ჩვენი კომპანიები არც ერთ შემთხვევაში კაპიტალში არ გაიჭედებიან, არც კრიზისულ პერიოდში და არც ზრდის ფაზაში შეფერხდებიან.
#დარჩისახლში მაგრამ #არგავშეშდეთ #ვიმოქმედოთ
https://www.facebook.com/synergycapit...