აქცია პარლამენტთან


პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოწყობილი დღევანდელი აქციით მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დასრულდა.

ხელისუფლების მიერ ხმაურიანი კანონპროექტების უკან გაწვევა ახალგაზრდების გამარჯვებად ცხადდება. სწორედ ისინი იღებდნენ დღეს მილოცვებს და მადლობებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კენჭისყრის დასრულების შემდეგ შენობის გარეთ შეკრებილებთან გავიდნენ. თუმცა, სიტყვით გამოსვლის დასრულება ვერ მოახერხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ტრიბუნა დაატოვებინეს და პოლიტიკისგან დისტანცირების სურვილი კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებზე უარის თქმის მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები პერმანენტულად ახალი მოთხოვნების დაყენებას არ გამორიცხავენ. მათ შორისაა მოთხოვნა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დაბრუნების შესახებ, რასაც კონსტიტუციაში ცვლილება სჭირდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან