ზუგდიდში ავარიული შენობის ჩამონგრევის დროს დაშავებული რვა წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმის განცხადებით, დაშავებულ მოზარდს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
თამარ მეფის ქუჩაზე ავარიული შენობა ზუგდიდში დღეს ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი არასრულწლოვანი მაშველებმა გადაარჩინეს. შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ხუთი ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ახალ საცხოვრებელ კორპუსებში ბინები უკვე გადაეცა. რაც შეეხება იმ ოჯახს, რომლის საცხოვრებელი ფართიც დაინგრა, ზუგდიდის მერის მოადგილის თქმით, მათ სოფლად სახლის შესყიდვაზე განცხადება ჰქონდათ შეტანილი. ნგრევის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.