ფრენკ ზაპა ფემინიზმის, პანკ როკისა და კიდევ სხვა საკითხების შესახებ....Radio Melomen
ფრენკ ზაპა ფემინიზმის, პანკ როკისა და კიდევ სხვა საკითხების შესახებ.... ტექსტი მოამზადა აჩიკო ბენაშვილმა ფემინიზმი მოდის ისეთივე გამოვლინებაა, როგორც პანკ როკი. ამ მოძრაობას კეთილშობილური მიზნებიც ამოძრავებს, მაგრამ მე არ მომწონს მოწოდების ფორმა. საბოლოოდ კი ფემინიზმი გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელია მამაკაცებისთვის, ქალებისთვის კი დამამცირებელი. პანკ როკი მენეჯერების ლუკმაა. ჩემი ფიქრით, მოდურ მიმდინარეობაში ჩართვა ინგლისში გადარჩენის აუცილებლობად იქცა. შტატებშიც მსგავსი პრობლემაა, მაგრამ იგი არ უკავშირდება როკ კულტურას. ამ თვალსაზრისით ამერიკაში ინგლისთან შედარებით, ჯანსაღი ატმოსფეროა. ისე კი წარსულში ამ თვალსაზრისით შტატებიც ვერ დაიკვეხნიან, თუკი 60-იანი წლების კულტურულ ბატალიებს გავიხსენებთ. უმთავრესი აქ ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს პროექტი LSD და ახალგაზრდების კუმირებად ქცეული ახალი კონტრ კულტურის წარმომადგენლებია. მათ პროტესტსა და რევოლუციურ იდეებს თითქოს სამყარო უნდა შეეცვალა, მაგრამ სინამდვილეში ეპოქის გმირები ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საცდელი სუბიექტები იყვნენ. ნუთუ მთავრობა საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტებს ატარებდა? მგონია, რომ ისინი უბრალოდ პროცესს შეისწავლიდნენ, რათა სცოდნოდათ, თუ საჭიროების შემთხვევაში რა ხერხები გამოეყენებინათ პოპულაციის ამა თუ იმ სეგმენტის სამართავად. მაგრამ, ალბათ დიდია განსხვავება ქიმიური იარაღის უცხო ქვეყნის ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოყენებასა და საკუთარ ქალაქებში სიტუაციის კონტროლის ხერხების შესწავლას შორის... 50-იანებში მოზარდი თაობა სახელმწიფოსთვის ტვირთი იყო. მაშინ ვერ წარმოედგინათ, რომ ეს უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზარია. შფოთიანობისთვის მათ შორს იცილებდნენ, თუმცა როდესაც დათვალეს, გაირკვა რომ ნორჩი ხულიგნები ჯამში მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ კვების ობიექტებში. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ბიზნესის ჭეშმარიტების ახალი ნაირსახეობა: „მათგან მხოლოდ ფულის ამოღება არასაკმარისია. საჭიროა მათი კონტროლი, რადგან ფული ნიშნავს ძალაუფლებას. თუკი ამ ახალგაზრდებს ექნებათ ფული, ექნებათ ძალაუფლებაც, ხოლო როდესაც ისინი შეიგრძნობენ ძალაუფლებას, ჩვენ საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან უკვე აღარ დაგვემორჩილებიან. ამიტომაც საჭიროა მათი მოთოკვა. ამისთვის კი არსებობს ხერხები“. თქვენ ამერიკაში არ გიცხოვრიათ და ალბათ გიკვირთ რომ თაღლითი ადამიანები, რომლებიც ხდებიან პრეზიდენტები და მათი ქვეშევრდომი მათთან შედარებით მოაზროვნე ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები საკუთარი კეთილდღეობისთვის. ისინი თვლიან, რომ კანონს თავად წარმოადგენენ, ხოლო ადამიანები რომელთა მართვაც მათ სურთ, სულაც არ ეწინააღმდეგებიან მათ ამ სურვილის შესრულებაში. მოუსმინეთ საუკეთესო აზრებს და საუკეთესო მუსიკას 24 საათის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე...სტრიმიდან : http://it-solutions.ge/radio/station/... ან სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდიდან : http://www.proglonet.com/radio/index.htm
რადიო მელომანი-ის სხვა ვიდეოები
10:15
კარლო კაჭარავა. ჩანაწერები. Radio Melomen
04:02
როგორ ხდებიან თანამედროვე მხატვრები ცნობილები.Radi...
09:12
კენძო ტანგე - საუბრობს ხათუნა ხაბულიანი. თანამედრო...
51:53
დიმიტრი თუმანიშვილი-ქართული ხუროთმოძღვრება N7გარდა...
07:28
სირიის ომი: ვინ იბრძვის და რატომ. Radio Melomen
10:08
ბორის გროისი - რა არის თანამედროვე ხელოვნება Radio...
06:21
მარშალ მაკლუენი - გლობალური სოფელი Radio Melomen
44:10
დიმიტრი თუმანიშვილი - ქართული ხუროთმოძღვრება N11 -...
მსგავსი ვიდეოები
ვირტუოზობითა და სატირით გამორჩეული არტისტი - ფრენკ ზაპა
42-ე პარალელი - The 42nd Parallel
ერთი მილიონი საიდუმლო
ამერიკის ხმა
ფრენკ ლემპარდმა კარიერა დაასრულა
PalitraNews
განსხვავებული "ღამის კომუნიკატორი\
ფრენკ სინატრა
ჰოლდენ კოლფილდი
ფაქტები ფრენკ ლამპარდის შესახებ
FOOTLAND GEORGIA
ფრენკ ქლობაქარი
Diogene Publishers
ფრენკ ლამპარდი \u0026#039;ჩელსის\u0026#039; მთავარი მწვრთნელ...
PalitraNews