ზუგდიდის თეატრში სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობაში სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია „ატუ“ ახორციელებს. მისი წარმომადგენლის ზურაბ გვარამიას თქმით, მათ მუშაობა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დაიწყეს. „ეს არის პირველი ეტაპი სარეაბილიტაციო სამუშაოების. ყველაფერი, ფუნდამენტის ჩათვლით, დაინგრევა და სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. თეატრს გარეთა იერსახე შეუნარჩუნდება“, - აღნიშნა გვარამიამ. მისივე თქმით, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რეკონსტრუქციას, შესაძლოა, 2 წელიწადზე მეტიც დასჭირდეს. რაც შეეხება სადემონტაჟო სამუშაოებს, სავარადოდ, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქცია შპს "ად-სტუდიოს" მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მოხდება. ზუგდიდის თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას თქმით, მშენებლობისთვის, დაახლოებით, 12, ხოლო დანარჩენი სამუშაოებისთვის, მთლიანობასი, 20 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და საფრთხიდან გამომდინარე, იქ სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის ცენტრ "ოდიშში" იმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის თეატრში მსახიობები სპექტაკლებში ხელოვნური ფალოსებით...
ტელეკომპანია სეზონი ⁌ Sezoni-TV
ზუგდიდის თეატრში საქველმოქმედო..
odishitv
ზუგდიდის თეატრში საახალწლო წარმოდგენები დაიწყო
odishitv
დაპირისპირება ზუგდიდის თეატრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეატრალიზებული წარმოდგენა..
odishitv
სპექტაკლი „საზღვრებთან მოლოდინში“ ზუგდიდის თეატრში.
odishitv
გურამ ოდიშარია ზუგდიდის თეატრში
Livepress. ge
სპექტაკლი „ART- ხელოვნება“ ზუგდიდის თეატრში უჩვენეს
Radio Atinati