ტრანსპორტირების პრობლემა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთაგორიან სოფლებში საბავშო ბაღის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს, ბაღამდე მისვლა ზამთარში განსაკუთრებით უჭირთ. სოფლებში საჩინოში, ჩქვალერსა და ჭალეში საბავშო ბაღები მოსწავლის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მათთან მისასვლელი გზა ადგილობრივების თქმით ცუდ მდგომარეობაშია. ,,ავტობუსები, სამარშუტო ტაქსი ჩვენთან არ ამოდის, დააახლოებით სამი კილომეტრის გავლა ფეხით გვიწევს. აღმართებია, ორმოები, ტალახი. უამინდობის დროს არც დავდივართ ბაღში, რამდენიმე ოჯახი გავიდა სოფლიდან, თუმცა ამ უბანში დაახლოებით 5 – 6 ბავშვია და კარგი იქნება თუ ტრანსპორტი გვეყოლება, რათა ყოველდღე ვიაროთ ბაღში და არა თვეში ორჯერ ან დაველოდოთ მზის ამოსვლას და გამოდარებას’’ – ამბობს საჩინოში მცხოვრები ერთ - ერთი მშობელი თამუნა კიკალია. საჩინოს საჯარო ბაღის თანამშრომლის ლეილა შელიას განმარტებით მათთან 29 მდე ბავშვი ირიცხება, უმეტესობა კი მაღალმთიანი უბნიდან დადის ,,ბავშვები სანამ ბაღში მოაღწევენ ფერდობების, ტალახის გამოვლა უწევთ, ამიტომ უამინდობის დროს ხშირად აცდენენ ბაღს’’ - თქვა მან. სოფლის მოსახლეობის სურვილია, ბავშვებს ბაღში მისასვლელი გზა გაუმარტივდეთ. ისინი გამოსავალს მიკროავტობუსის გამოყოფაში ხედავენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსახლეობის შეშით და წყლით უზრუნველყოფის პრობლემები - საკრებ...
აჭარა ენმ / Adjara unm
დენდროლოგიური პარკის განცხადება - გამოხმაურებები პოლიტიკურ ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხარვეზი ვაქცინაციის პროცესში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევაკუატორი ქუთაისი, ბათუმი - Evakuatori Kutaisi, Batumi - 24...
Irakli Pirvelashvili
evakuatori Batumi, evakuatori Kutaisi - ევაკუატორი ბათუმი,...
Irakli Pirvelashvili
„რეანომობილი რაჭას“ - პრობლემა მაღალმთიან რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეშეთი-კობის ახალი გზის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება...
ქვეშეთი-კობის გზა • Kvesheti-Kobi Road