ტრანსპორტირების პრობლემა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში

04/08/2019
Radio Atinati-ის მიერ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთაგორიან სოფლებში საბავშო ბაღის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს, ბაღამდე მისვლა ზამთარში განსაკუთრებით უჭირთ. სოფლებში საჩინოში, ჩქვალერსა და ჭალეში საბავშო ბაღები მოსწავლის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მათთან მისასვლელი გზა ადგილობრივების თქმით ცუდ მდგომარეობაშია.

,,ავტობუსები, სამარშუტო ტაქსი ჩვენთან არ ამოდის, დააახლოებით სამი კილომეტრის გავლა ფეხით გვიწევს. აღმართებია, ორმოები, ტალახი. უამინდობის დროს არც დავდივართ ბაღში, რამდენიმე ოჯახი გავიდა სოფლიდან, თუმცა ამ უბანში დაახლოებით 5 – 6 ბავშვია და კარგი იქნება თუ ტრანსპორტი გვეყოლება, რათა ყოველდღე ვიაროთ ბაღში და არა თვეში ორჯერ ან დაველოდოთ მზის ამოსვლას და გამოდარებას’’ – ამბობს საჩინოში მცხოვრები ერთ - ერთი მშობელი თამუნა კიკალია.

საჩინოს საჯარო ბაღის თანამშრომლის ლეილა შელიას განმარტებით მათთან 29 მდე ბავშვი ირიცხება, უმეტესობა კი მაღალმთიანი უბნიდან დადის ,,ბავშვები სანამ ბაღში მოაღწევენ ფერდობების, ტალახის გამოვლა უწევთ, ამიტომ უამინდობის დროს ხშირად აცდენენ ბაღს’’ - თქვა მან.

სოფლის მოსახლეობის სურვილია, ბავშვებს ბაღში მისასვლელი გზა გაუმარტივდეთ. ისინი გამოსავალს მიკროავტობუსის გამოყოფაში ხედავენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან