„ქართული ოცნების“ შტაბი: კორცხელში უხერხული კითხვები გეგა შენგელიას მოგზავნილებმა დაუსვეს

04/15/2019
Radio Atinati-ის მიერ

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას კორცხელში ადგილობრივებთან
შეხვედრის რამდენიმე წუთია მოცემული. ვიდეოში ჩანს, რომ ორი მოქალაქე მერობის კანდიდატს ეკამათება და მათივე თქმით, გაზრდილი კრიმინალის გამო ჩივის. მათ შენიშვნაზე კი შენგელია პასუხობს, რომ ქუჩაში მოქალაქეები მშვიდად დადიან და ეს სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარია.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ „უხერხული“ კითხვები შენგელიას წინასწარ „მოგზავნილმა“ პირებმა დაუსვეს. შტაბის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, ვინ „მიუგზავნა“კონკრეტული ადამიანები, თუმცა დასძენენ, რომ ყველაზე აქტიურად კითხვებს ენმ-ის ხელისუფლების დროს კორცხელის გამგებლის მოადგილის მამა ჯიმშერ თორდია სვამდა.

„იყო საუბარი და კითხვებს სვამდნენ წინასწარ მოგზავნილები, მათ შორის კიყველაზე აქტიური იყო წინა ხელისუფლების დროს გამგებლის მოადგილის მამა ჯიმშერ თორდია. ისეთ კითხვებს სვამდა, რაც კანდიდატის და ზუგდიდის მერის კომპეტენციაში ნამდვილად არ შედის. დარეჯან ლაშხია კი დაინტერესდა ამბულატორიის პრობლემის მოგვარებით, რაზედაც გეგა შენგელიამ უპასუხა, რომ 200 წელს სოფელს კეთილმოწყობილი ამბულატორია ექნება. ჩვენ მსგავს მცდელობებს ვხვდებით მშვიდად და კანდიდატთან მოსახლეობა საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემებზე საუბრობს“, - გვითხრეს შტაბში.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ საარჩევნო კამპანია 7 აპრილს დაიწყო, ის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება.
ვიდეო: გიორგი კაპანაძე
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან