თელავში „ამერიკული დღეები" დასრულდა
თელავში ამერიკული კულტურის დღეები დასრულდა. ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯასტინ კლაუფლინმა, ფესტივალის დახურვასთან დაკავშირებით, ჯაზის მოყვარულ თელაველ მაყურებელს თავისი ნაწარმოებები წარუდგინა. უსინათლო მუსიკოსმა ქართველ მსმენელს საკუთარი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებაც უამბო. მოგვიანებით, სცენაზე სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ნინო ჯაყელი ავიდა და ამერიკელ ჯაზმენთან ერთად, მუსიკალური ნომერი შეასრულა. „ამერიკულმა დღეებმა" რომელიც 1 აპრილს დაიწყო, საქართველოს სამი ქალაქი: თელავი, ქუთაისი და თბილისი მოიცვა. ფესტივალის მიზანი ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის ურთიერთობების განმტკიცება და ამერიკული კულტურის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1ilC4N0
მსგავსი ვიდეოები
თელავში სანტას შოუ დასრულდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თელავში ვახვახიშვილების სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება დასრულდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკალური ფესტივალის შემაჯამებელი კონცერტი
ტელეკომპანია თანამგზავრი
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თოფუზი ექო" დასრულდა
ტელეკომპანია თანამგზავრი