"ნიმდ"-ის პრეზენტაცია თელავში

11.06.2013 00:51

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "დემოკრატიის სკოლების" შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელიც დემოკრატიული განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, 5 თვიანი პროგრამა განხორციელდება, რომლის მონაწილეები პროგრამების წერას, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას და ლიდერობის უნარ-ჩვევებს გაეცნობიან. "ნიმდი" საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პროექტებს 27 ქვეყანაში ანხორციელებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/11F3jhC

გაზიარება: