„NIMD"-ის დემოკრატიის სკოლას თესაუს შენობიდან გასვლა მოსთხოვეს.


„NIMD\"-ის დემოკრატიის სკოლას თელავის უნივერსიტეტის შენობიდან გასვლა ოფიციალურად მოსთხოვეს. ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის - ნიკოლოზ შარვაშიძის თქმით, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი ფართის უქონლობაა. მისივე თქმით, დემოკრატიის სკოლის შენობიდან გასვლის მოთხოვნა შესაძლებელია სხვა საკითხით იყოს გამოწვეული, რადგან ამ დროისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სათანადო ფართის პრობლემა არ არსებობს, რადგან ორგანიზაციის მიერ დაკავებულ აუდიტორიაში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ლექციები უტარდებათ და სასწავლო პროცესს ეს არ აფერხებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ორგანიზაციასა და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ვადა ამოიწურა და „NIMD\"--ის დემოკრატიის სკოლას ფართის დატოვება აკრედიტაციის პირობების შესრულების მიზნით მოსთხოვეს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/Zy6xPI

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან