შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე
ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს ორსართულიანი შენობის მშენებლობა. ადგილობრივების განცხადებით, მიწის ჩამოშლა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო ობიექტის ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით კი, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებდნენ, კერძოდ, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა. მათივე თქმით, აღმოჩნდა, რომ სამანქანე ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული და მიწის ჩამოშლა სწორედ ამან გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და ვაკის გამგებელი. მათი განცხადებით, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის, მანამდე კი მშენებლობა არ გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შვიდი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 12 თებერვალი, 2019 წელი
TV IMEDI
გველესიანის ოჯახის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩემი ავარიის ამბავი
Super Skinny
ლევან კაჭარავას მკვლელობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ გადავრჩეთ მოტოზე - მთავარი რჩევა ყველა დამწყებს
Super Skinny