ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს
ნიკა კვარაცხელიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებულები არიან. აყვანის ოპერაცია დანაშაულის ჩადენიდან 23-ე დღეს, წყნეთში ჩატარდა. არაოფიციალური ცნობით, ისინი ერთ-ერთ ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, მათგან ერთმა გაქცევა სცადა, თუმცა მცირეხნიანი მიმალვის შემდეგ მისი დაკავებაც მოხერხდა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სწორედ წყნეთში, სავარაუდოდ, წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. მათ დაკავებას წინ უძღოდა მოკლულის ოჯახის მიმართვა, რომელშიც ის მკვლელობის მოტივის დაფარვის მიზნით დამკვეთის მხრიდან შემსრულებლების შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობდა და ბრალდებულების ოჯახებს ძებნილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, 15 სექტემბერს, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და კავილაძესთან ერთად მიიმალა. ბრალდებულები წყნეთის პოლიციაში იმყოფებიან, ერთ-ერთი უკვე გამოიყვანეს, ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მათ დაუსწრებლად პატიმრობა აქვთ შეფარდებული. თეონა ხუბულავა არკვევს დაკავების დეტალებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - პირველი არსებითი განხილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს – აღკვეთის ღონისძ...
Tv Dia
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შესაძლოა ბრადებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster