თურქეთში ქურდობისთვის ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს
თურქეთში ქურდობისთვის ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გამოცემების ცნობით, საქართველოს პირველი ლიგის გუნდი - ცხინვალის „სპარტაკი“ ბელეკში შეკრებას მართავს და ხუთმა ფეხბურთელმა, სავარაუდოდ, ანტალიის სავაჭრო ცენტრში საქონელი მოიპარა. „სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, პოლიციამ კი იმავე პერიოდში დაწესებულებაში მყოფ კლიენტებზე გაამახვილა ყურადღება. აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი იყო. ისინი ბელეკის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს“. – წერს თურქული გამოცემა. ანტალიაში მომხდარ ინციდენტზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება „ქურდული სამყაროს წევრობის” ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთში, სტიქიის ეპიცენტრში მეზობელი ქალაქებიდან სამაშველო...
ახალი ამბები
თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებები
culturegovge culturegovge
ქართული ძეგლები თურქეთში
culturegovge culturegovge
თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებები
culturegovge culturegovge
თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებები
culturegovge culturegovge
თურქეთში, მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა...
TV IMEDI
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster