დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება


საქართველო „კოვიდ 19“-ის გავრცელების საწყის ნიშნულს უბრუნდება.

ქვეყანას დღეს მხოლოდ სამი ინფიცირებული ჰყავს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უკვე 557-ს შეადგენს. მარტო ბოლო ერთ დღეში კლინიკები ოცმა ადამიანმა დატოვა. სწორედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო შეზღუდვების მოხსნის ტემპები ჩქარდება. ორთვიანი პაუზის შემდეგ, ორ დღეში მუნიციპალური ტრანსპორტი ისევ ამუშავდება. ორშაბათიდან კი ყველა სავაჭრო ცენტრი, ასევე ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება. თუმცა მგზავრებს, ასევე მძღოლებს ტრანსპორტით მომსახურების დროს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხედავენ ეპიდემილოგები ყველაზე დიდ რისკს.

ორ კვირაში გაირკვევა, როგორ აისახება შეზღუდვის მოხსნა ეპიდსურათზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან