სახალხო დამცველის კანდიდატები პარლამენტს წარუდგინეს


მომავალი კვირიდან პარლამენტში სახალხო დამცველის 19 კანდიდატს მოუსმენენ.
საკუთარი კანდიდატები ჯამში ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „რეფორმების ჯგუფის“ რჩეული არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატი გახდა. მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი არ წარუდგენია, ამიტომ მათი თქმით, ისინი მხარს აპოლიტიკურ და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ადამიანს დაუჭერენ. ახალი ომბუდსმენი პარლამენტმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. იმის გათვალისწინებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან