შემთხვევა ზუგდიდში


ერთი ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა სამი კი მძიმედ დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე.

ერთმანეთს საპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევამდე საპატრულო პოლიცია „ოპელის“ მარკის ავტომობილის გაჩერებას ცდილობდა. მიმდინარეობდა დევნის ოპერაცია. არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევაზე მოკვლევას აწარმოებს შინაგან სამქეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან