თამარ გაბუნიას განცხადება

11.07.2020 01:10

ამ დროის მონაცემებით, ახალი სასწავლო პროცესი არ გადაიდება და სექტემბერში დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა. რაც შეეხება ონლაინგაკვეთილებს, ზოგადად, რეკომენდაცია ისეთია, სადაც შესაძლებელია, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სხვა სივრცეებშიც, უნდა გამოვიყენოთ ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდები, - აცხადებს თამარ გაბუნია. ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები სჭარბობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო