გერმანული მედია - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო


გერმანული მედიის ცნობით, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. სტატიის მიხედვით, ასეთია გამოძიების ვერსია.

„შპიგელის“ ინფორმაციით, ნატო-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურებში თვლიან, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს.

გერმანელმა სამართალდამცავებმა ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ დააკავეს 49 წლის რუსეთის მოქალაქე. დაპატიმრებული გერმანიაში მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა და ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

გამოძიების ცნობით, ნაპოვნია მკვლელობის იარაღიც.

რუსეთის მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.


 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან