რთველი 2022-ის სამზადისი - შეხვედრა პრემიერთან


მევენახეების სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. რთველი 2022-ის მოსამზადებელი შეხვედრის მონაწილეებმა, მთავრობის ადმინისტრაციაში - პრემიერს განუცხადეს, რომ მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან