რთველი 2022 - რა ეღირება კილოგრამი ყურძენი

15.08.2022 05:18

სახელმწიფოსგან რთველის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება. ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც ფერმერებისგან კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად ჩაიბარებს. ანალოგიური მინიმალური ზღვარი იყო დაწესებული წინა წელსაც. თუმცა შეთავაზებული ფასი არასაკმარისია მევენახეებისთვის, რომლებიც ხელისუფლებისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვენ. წელს კახეთში ყურძნის საკმაოდ დიდ მოსავალს ელოდებიან. რთველის საორგანიზაციო შტაბი თელავში მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: