შეტაკებები პალესტინაში
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების შედეგად ასობით პალესტინელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავებულია ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებმა ისრაელის ჯარისკაცებს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, რასაც ჯარისკაცების მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა. ისრაელის ჯარისკაცებმა კი პალესტინელების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ გვიან ღამით პალესტინელებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს ქალაქ ნაბულუსთან მდებარე ისრაელის საგუშაგოს მიმართულებით. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტს გამოეხმაურა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ და პალესტინელებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ვითარება გასულ კვირაში დაიძაბა. პალესტინელებმა დასახლება ჰომეშთან მოძრავი ავტომანქანის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რომელშიც სტუდენტები ისხდნენ. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სტუდენტი, ორი კი მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელის უშიშროების ძალებმა სროლებში ეჭვმიტანილი ექვსი პალესტინელი დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ისრაელი-პალესტინა - გამწვავებული კონფლიქტის ქრონოლოგია
Zaza Tsotniashvili
#მოამბე 21 საათზე, 20 ივლისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეტაკებები დასავლეთ სანაპიროზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰამასის თავდასხმა ისრაელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამწვავებული ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეტაკებების დროს პალესტინელი მინისტრი დაიღუპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღაზას სექტორში შეტაკებებს ოთხი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster