ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

11.11.2022 01:27

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის სამხრეთში უკვე გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მანამდე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში 12 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა გმირს, რომელიც უკრაინის წინსვლას უზრუნველყოფს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: