ნედ პრაისის განცხადება - შეფასებები თბილისში
07/21/2022
საქართველში ამერიკის ელჩის მისამართით ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღების ცენტრში ექცევა.
სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში საკუთარ წარმომადგენელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ქართულ მხარეს ახსენებს, რომ კელი დეგნანი, როგორც დიპლომატი, საქართველოში ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს წარმოადგენს. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, განცხადების ადრესატების ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ევროატლანტიკური გზიდან გადაყვანას. ნედ პრაისი კელი დეგნანზე პერსონალურ თავდასხმებს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციასთან შეუსაბამოს უწოდებს. პარტნიორობის მნიშვნელობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა კელი დეგნანმაც. ამერიკის ელჩმა განმარტა, რომ ჭორები და სპეკულაციები დიალოგს ხელს არ უწყობს.
ვინ როგორ გაიგო სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადება საქართველოში, თამარ წიკლაური გიამბობთ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.