თბილისის მთავრობის სხდომა

01.09.2021 01:43

თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დასრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრით დაიწყო. ხვალიდან დიდ დიღომში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება. რის გამოც მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციისთვის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად დასრულდა სამგორის რაიონში, კაიროს დასახლებაში. კაიროს დასახლება სრულად რეაბილიტირდა და ჯამში 6 მილიონი ლატი დაიხარჯა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: