გლდანში მდებარე საცხობში ვირისა და ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

16.11.2022 01:12

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში , პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ , მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე. ამ ეტაპზე უცნობია, საცხობის ხელმძღვანელობა აღნიშნულ ხორცს გამიზნულად ყიდულობდა, თუ იყო ეს ხორცის რეალიზატორის არაკეთილსინდისიერი ქმედება. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სითი მოლი წინასაახალწლოდ თქვენს კომფორტზე ზრუნავს
14:40

სითი მოლი წინასაახალწლოდ თქვენს კომფორტზე ზრუნავს

Music Box

„თბილისის თასი 2018“- საერთაშორისო ტურნირი კრივში
00:37

„თბილისის თასი 2018“- საერთაშორისო ტურნირი კრივში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა ნათელაშვილმა ბიტკოინების ქარხანასთან განცხადება გააკეთა
09:33

შალვა ნათელაშვილმა ბიტკოინების ქარხანასთან განცხადება გააკეთ...

სააგენტო GUARDIAN GE

ხანძარი გლდანში - დამწვარია საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე 2 ოთახი
01:17

ხანძარი გლდანში - დამწვარია საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართუ...

PalitraNews

08.07.21. დასაქმების ფორუმი გლდანში
02:12

08.07.21. დასაქმების ფორუმი გლდანში

Tbilisi City Assembly

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანაძის ბრიფინგი
04:13

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გრანდიოზული ფასდაკლება სათამაშოების მაღაზია „ჭიტაში“
02:47

გრანდიოზული ფასდაკლება სათამაშოების მაღაზია „ჭიტაში“

Music Box

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა
01:48

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო