გალის რაიონში ადგილობრივი ანატოლი ბერაია გაიტაცეს.
აფხაზური მხარე გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებლის 1960 წელს დაბადებული ანატოლი ბერაიას გატაცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გალის რაიონის ე.წ. მილიციის უფროსი ლაურენს კოღონია აცხადებს, რომ ბერაია დღის განმავლობაში თანასოფლელს ქორწილისთვის მზადებაში ეხმარებოდა, შემდეგ კი მოსაღამოვებისას ველოსიპედით სახლისკენ გაემართა და გაქრა.
ნათესავების ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. მათ მხოლოდ ბუჩქებში გადაგდებული ველოსიპედი იპოვეს.
\"საღამოს კი მისი მობილური ტელეფონიდან უცნობმა პირმა დარეკა და ბერაიას ვაჟს გამოსასყიდი 50 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა\", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ გამოძიებას გალის ე.წ. რაიონული პროკურატურა აწამოებს.
ინფორმაციას ადასტურებენ აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში. „ გატაცების მოტივი ჩვენთვის ცნობილია,გამტაცებლები დიდი ოდენობით ფულად თანხას ითხოვენ,ჩვენ იმედი გვაქვს,რომ გამტაცებლების ვინაობა დადგინდება და გალის ე.წ პროკურატურა საქმეს ოპერატიულად გამოიძიებს\"-აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი ხათუნა გუჩუა.
http://www.odishi.ge/
/ odishitv