გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში


სუს-ის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხები დაიწყო.

ერთ-ერთი პირი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოწმის სტატუსით დაკითხეს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავაა. მისი დაბარება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცალკეული ჯგუფები და მოქალაქეები კახეთსა და ქვემო ქართლში ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ცდილობენ და ეროვნული კონფლიქტების დაწყების საფრთხეს ქმნიან.

თავის მხრივ, დევნაზე საუბრობს ქაცარავა, რომელიც საგამოძიებო უწყებაში დაბარებას დავით გარეჯს უკავშირებს.

შეგახენებთ, რომ დავით ქაცარავა ერთი წლის წინ დავით გარეჯის სადავო სასაზღვრო მონაკვეთთან პატრულირებას ახდენდა.

სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა გამოკითხვაზე შესვლამდე და შესვლის შემდეგ გაკეთებული მწვავე განცხადებები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან