დიდთოვლობასთან დაკავშირებით გუბერნიაში საგანგებო სხდომა გაიმართა

17.02.2017 01:50

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ საგანგებო შტაბის სხდომას გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის რეგიონული ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. გუბერნატორის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, გზები ქალაქშიც და მუნიციპალიტეტშიც ინტენსიურად იწმინდება. ამჟამად მოძრაობა შეჩერებულია ჯვარი-მესტიის მიმართულებით, სადაც პრობლემა ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა ზემო სვანეთის მიმართულებითაც აღდგება. „ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველაზე დიდი თოვლი ზუგდიდშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტექნიკა სრულად მობილიზებულია და ყველა პრობლემურ თემში მუშაობს. პრობლემების გადაჭრა ოპერატიულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა შონიამ. გუბერნატორმა ენერგო-პრო ჯორჯიას 24 საათიან რეჟიმში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზები. შექმნილი პრობლემების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 591 41 77 01, 599 42 64 41(გუბერნატორის ადმინისტრაცია), 595 90 11 15 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 574 41 00 11 (ქალაქი ზუგდიდი) რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.
03:01

დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

ტყიბულში დიდთოვლობასთან დაკავშირებით აქცია მოეწყო
01:42

ტყიბულში დიდთოვლობასთან დაკავშირებით აქცია მოეწყო

ტყიბულის საინფორმაციო ცენტრი

გია გოქაძე მერიას დიდთოვლობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
04:26

გია გოქაძე მერიას დიდთოვლობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორ...

Mega TV - ტელეკომპანია მეგა

გურიის გუბერნატორის კომენტარი რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებით
01:01

გურიის გუბერნატორის კომენტარი რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშ...

guriatv

დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები ხაშურის მუნიციპალიტეტში დაძლეულია 20.01.2022
01:13

დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები ხაშურის მუნიციპალიტეტში დ...

TV მონიტორინგი

სამეგრელოში დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია
01:30

სამეგრელოში დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

მარტოხელა მოხუცი ფიცრულში ცხოვრობს - მერი ხელფასს იზრდის და ახალ მანქანებს ყიდულობს
09:26

მარტოხელა მოხუცი ფიცრულში ცხოვრობს - მერი ხელფასს იზრდის და...

Mtisambebi / მთის ამბები

ყველა ვიდეო