სამოქალაქო პანაშვიდი


გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ დილიდან სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ მფრინავები, მაშველები და ექიმები. მოქალაქეებს მათი ხსოვნის პატივსაცემად ტაძარში მისვლა 11 საათიდან შეეძლება. 14:00 საათზე კი მათ სამხედრო პატივით სხვადასხვა სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, 29 ივლისს მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადაგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი - კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; მფრი­ნა­ვე­ბი - ანდრო ქუჯოშვილი, ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე და ექი­მები - ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და გიორგი ვენეც­კი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან