უკრაინული მხარის მორიგი ბრალდებები


უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ მწვავე რიტორიკა ნარჩუნდება.

არესტოვიჩის შემდეგ პოდოლიაკი - ოფიციალურ თბილისს პრეტენზიებით ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიმართავს. უკმაყოფილება ამჯერადაც რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას და საგარეო პოზიციონირებას უკავშირდება. პოდოლიაკის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ აქვს, ასევე ირიბი კრიტიკაა მმართველი პარტიის მხარდამჭერი საზოგადოების მიმართ. ნახსენებია სამხედრო დაზვერვის უწყების მიერ გახმოვანებული მძიმე ბრალდებაც რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ. პოდოლიაკის ინფორმაციით, ამ მიზნით რუსეთი რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წინა შემთხვევებისგან გასხვავებით, რეაქციები საკმაოდ მწვავე იყო თბილისიდან. პოდოლიაკს და რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს მმართველი გუნდიდან წარსული ურთიერთობებიც კი შეახსენეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან