რეგიონის ჟურნალისტებმა გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს

26.05.2016 00:47

გიგა ოთხოზორიას ოჯახს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედმა ჟურნალსტებმაც მიუსამძიმრეს.

„დღეს საქართველო ემშვიდობება უერთგულეს შვილს გიგა ოთხოზორიას,ჩვენ ზუგდიდელმა ჟურნალისტებმა პატივი მივაგეთ მის ხსოვნას და გვინდა, რომ აუცილებლად დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა“ - აცხადებს პირველი არხის ჟურნალისტი ნატო ბერულავა.

გიგა ოთხოზორია ხურჩის ადმინისტრაციულ საზღვართან მებაჟის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.

რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:
Paliani