ალექსანდრე ჯეჯელავა ზუგდიდში შეხვედრებს მართავს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მე-2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საბაზო საფეხურის 11 ათოსანი მოსწავლე დააჯილდოვა. ჯეჯელავა მასწავლებლებს გაესაუბრა და სკოლაში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილა. "ვცდილობთ, პირველ პირში ვიცოდეთ ის სირთულეები, რაც აქვს სკოლას, იმისთვის, რომ განვითარების მიმართულებები სწორად დავგეგმოთ. ამასთან, ძალიან კარგია, რომ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების პროგრამა არსებობს. მომავალში ვგეგმავთ, გავამრავალფეროვნოთ ეს პროგრამა. მათ ამ ასაკშივე უნდა დაუფასდეთ შრომა, რათა მომავალში კიდევ უფრო მოტივირებულები იყონ", - აღნიშნა ჯეჯელავამ. მინისტრის თქმით, განათლების სისტემა წინ მიიწევს და თუ ადრე უმთავრესი ინფრასტრუქტურული პრობლემები იყო, ახლა მეტად მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მხარეა. მანვე მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. რაც შეეხება მეორე სკოლას, მან ზედა საფეხურის კლასების მეტი აქტივობას საჭიროებასა და მოტივირებულობაზე ისაუბრა. მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ განაცხადა, რომ მინისტრისგან სკოლა მხარდაჭერას გრძნობს და იმედოვნებს, რომ ის საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა დასახეს, აუცილებლად მოგვარდება. ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე მე-3, რუხის საჯარო და "ჯიჯი"-ს სკოლებში გამართავს შეხვედრებს. ის დღესვე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„life.part.2 - სიცოცხლე 40-ის შემდეგ“ - ალექსანდრე ჯეჯელავა
აზროვნების აკადემია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვ...
Radio Atinati
ჯეჯელავა ზუგდიდში რექტორებს ხვდება
Radio Atinati
განათლების მინისტრი "ჯიჯი" გიმნაზიაში
GG -TV
ალექსანდრე ჯეჯელავა \u0026#039;\u0026#039;აუდიტორია 115\u002...
PalitraNews
ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევა...
PalitraNews
როგორ არ გავიჭედო კარიერაში? პიტერის არაკომპეტენტურობის თეორ...
flowmaster.online / ფლომასტერი
მაჯლაჯუნები - ალექსანდრე ჯეჯელავა
ხიად