ევროპის საბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში გაიმართება


თბილისის ნაცვლად სტრასბურგი, - გადაწყვეტილება მიღებულია. მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილი შეიცვალა.

საქართველოს ნაცვლად მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას სტრასბურგი უმასპინძლებს. ქვეყანა დილემის წინაშე სესიის მონაწილე რუსულმა დელეგაციამ დააყენა, რომლის წევრთა ნაწილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს. მათ შორის დელეგაციის სავარაუდო ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს, რომელმაც ბოლო დღემდე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა - ჩამოვიდოდა თუ არა მინისტერიალის საქართველოში ჩატარების შემთხვევაში თბილისში.

ოპოზიცია, რომლის ნაწილი ხელისუფლებას მოსალოდნელი პროტესტის და პროვოკაციების ასაცილებლად ადგილმდებარეობის შეცვლისკენ მოუწოდებდა, დღევანდელი გადაწყვეტილებითაც უკმაყოფილოა.

შეიძლებოდა თუ არა შექმნილ ვითარებაში სხვა გზის მოძებნა, - თემის გარშემო მწვავე დისკუსია არ წყდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან