ევროპის საბჭოს მინისტერიალი
ევროსაბჭო საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი დოკუმენტების მისაღებად ემზადება. ჰელსინკიში ორგანიზაციის მინისტერიალი გაიხსნა, რომლის დღის წესრიგში ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად არის წარმოდგენილი. უნდა დამტკიცდეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 60-პუნქტიანი ანგარიში, რომელიც მთლიანად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ეხება და იქ არსებულ უმძიმეს პირობებს აღწერს. მათ შორის საუბარია გახშირებულ გატაცებებზე და მკვლელობებზეც. ანალოგიური შინაარსისაა საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი დოკუმენტი - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება. ორივე დოკუმენტში ასახული მწვავე გზავნილების მოსმენა პირადად მოუწევს რუსეთის პირველ დიპლომატს, რომელიც მინისტერიალს დაესწრება. რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოთხი წლის წინ შეჩერებული ხმის უფლების აღდგენას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა სწორედ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის და ყირიმის ანექსიის გამო ევროსაბჭოს წევრთა დიდი ნაწილი ხმის აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის საბჭოს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ევროპის საბჭოს მინისტერიალი ბრიუსელში
MFA Georgia
ევროპის საბჭოს მინისტერიალი - რეპორტაჟი ჰელსინკიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster