მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა

24.08.2019 04:56

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. საზეიმო ცერემონიაში საქართველოსა და ბელარუსის ოფიციალური პირები, ბიზნესწრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ქართული სახლი“ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ახალ პლატფორმას წარმოადგენს და ქართული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას, ქართველ და ბელარუს ბიზნესწრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. „ქართული სახლი“ ღვინის მუზეუმს, ღვინის წარმოების ამსახველ უნიკალურ ექსპონატებს, საგამოფენო და საპრეზენტაციო სივრცეებს, ასევე, თონესა და მარანს აერთიანებს. გახსნას „მოამბის“ ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი დაესწრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: