„ერთსულოვნების ზეიმი“ - ეკა ზარანდიას მხარდასაჭერი კონცერტი

11.12.2016 02:57

ზუგდიდში, კულტურის ცენტრ "ოდიშის" საკონცერტო დარბაზში პოეტ ეკა ზარანდიას მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.

საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობა მიიღეს: ფოლკ-ბენდი "ლაკადა", გიორგი ნაკაშიძე, თამარ ჯგუშია, ჯანი იზორია, ლიზა და ლიკა მებონიები, ანი ტაბაღუა, ანსამბლი "ოდოია", ჯგუფი "Under7" და სხვ.
"მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა, რაც ზოგადად ახლავს ამ დაავადებას - მე ბედნიერი ვარ...მეუბნებიან, წერენ, რომ ეს დავიმსახურე, არავითარ შემთხვევაში, ეს ამ ხალხმა გააკეთა, ეს ხალხის დამსახურებაა", - თქვა ეკა ზარანდიამ.

ღონისძიების პარალელურად ორგანიზატორებმა შემოწირული ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად ეკა ზარანდიას მკურნალობის ხარჯებს მოხმარდება.

რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო