ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა არტილერიით საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს. ჭურვი ხუთ სართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაბომბილია ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებიც. ნიკოპოლში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში 30-მდე შეტაკება მოხდა. რუსი სამხედროები ახლა თავიანთ მთავარ ძალებს ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე აჯგუფებენ. უკრაინელები კი მტერს ქვეყნის აღმოსავლეთით, რამდენიმე მიმართულებით უტევს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან