საქართველოს პროკურატურა ადეიშვილის გადმოცემას ითხოვს
საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიდერლანდების შესაბამის უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოსთვის გადმოცემის თხოვნით მიმართავს. ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ნიდერლანდები მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. ზურაბ ადეიშვილი კონფერენციაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად მივიდა. მასთან ერთად შეხვდა ასევე ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრს. საქართველში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ბრალდებული ადეიშვილი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ბუნდესტაგსა და ევროპარლამენტში. ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წელს დატოვა. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“ - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯავრდებულ ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნა...
MULTIMEDIA GE
ბუტა რობაქიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster