ერთი დღე რუხის კოვიდცენტრში

01/18/2021
Radio Atinati-ის მიერ

მას შემდეგ, რაც რუხის კლინიკამ კოვიდინფიცირებულების მიღება დაიწყო, სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოს იშვიათად ტოვებს. მაშინ როდესაც საქართველოში კლინიკები და ცხელების ცენტრები ინფიცირებულების მიღებას ვეღარ აუდიოდნენ, აქ, პირველი პაციენტი, კახეთიდან მიიღეს, შემდეგ კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან, მათ შორის აფხაზეთიდან.
აქ ყველა ერთმანეთს ჰგავს, ექიმი, ექთანი, სანიტარი.

კლინიკაში მშვიდი გარემოა, პაციენტები სტანდარტულ პალატებში არიან გადანაწილებულნი. ზოგი მუცელზე წევს, ზოგი ჟანგბადის მილით სუნთქავს.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან