ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი


რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთი მძიმე შედეგი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა დღეს პირადად ნახეს.

ჟენევის მოლაპარაკებების ორი თანათავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და რუსი სამხედროების მიერ სოფელ გუგუტიანთკარში ახლად აღმართული ხელოვნური ბარიერები და რკინის ღობეები დაათვალიერა.

დაძაბულობის ზრდა, მოსახლეობის ორად გაყოფა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა,- ასეთი იყო შეფასებები.

ეუთო-ს და ევროკავშირის ხელმძღვანელობით ხვალ ერგნეთის შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება, სადაც მთავარი სასაუბრო თემა გუგუთიანკარში განვითარებული მოვლენები იქნება.

ოქტომბერში კი უკანონო სამუშაოების და მავთულხლართების გავლების შეჩერების კონკრეტულ გზებზე ჟენევაში იმსჯელებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან