ნიკა მელიას პოზიცია - პოლიტიკური შეფასებები


„სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს“ - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში მომხდარ ინციდენტს, სადაც აქტივისტი, რომელსაც ხელში მიხეილ სააკაშვილის პლაკატი ეჭირა, „ლელოს“ წევრებს და მათ შორის მამუკა ხაზარაძის მეუღლეს პლაკატის დახევაში ადანაშაულებდა. ინციდენტი 24 აგვისტოს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მოხდა. ნიკა მელია წერს, რომ ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ ქალბატონი, რომელსაც ხელში სააკაშვილის პლაკატი უკავია, პროვოკაციულად და აგრესიულად იქცეოდა, ხალხს კი აჯერებდა რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა. მელია წერს, რომ აქტივისტთა ასეთი ქცევა ასრულებს საფრთხობელას როლს და სწორედ ამ ქალბატონისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, მაშინ როდესაც გაერთიანება და საერთო მიზნებისთვის ერთად ბრძოლაა საჭირო.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიმართ ნიკა მელიას ამ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან