კივის მურაბა- ეს უნდა აუცილებლად გასინჯოთ!

01/02/2022
Shinauruli -homemade easy recipes-ის მიერ

კივის მურაბა

🎬 ვიდეორეცეპტი-
   • კივის მურაბა- ეს უნდა აუცილებლად გასი...  

ინგრედიენტები
კივი -1,5კგ
შაქარი-2კგ
წყალი- 150 მლ.
ლიმონი- 1ც.

მომზადება

ლიმონს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ ასე 10 წთ.
ეს იმისთვისაა, რომ კანისგან სიმწარე გამოვიდეს.
მანამ გავფცქვნათ კივი, დავჭრათ რგოლებად, შემდეგ კი ავწონოთ. დავაყაროთ შაქარი, 1,5 კგ. კივზე 2 კგ.შაქარი უნდა. დავასხათ წყალი, წყალი კი 1,5 კგ. კივზე 150 მლ. სჭირდება.
დავჭრათ ასევე ლიმონი, აუცილებლად ამოვაცალოთ ყველა კურკა, რომ მურაბა არ გაამწაროს.
დავადგათ ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ადუღებიდან 2 წთ ში გადმოვდგათ. გავაჩეროთ 2 სთ .
დროის გასვლის შემდეგ დავადგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ ბოლომდე, სანამ მურაბას ქაფი არ გაუქრება და კივი გამჭვირვალე არ გახდება.
ყველა მურაბისგან განსხვავებული მურაბაა გემოთი, ფერით და ვიზუალით. განსაკუთრებით საოცარია ჩაისთან სუსხიან ზამთარში. ასევე ძალიან უხდება ტარტალეტკებს.
❗❗
მეტი რეცეპტების სანახავად გადადით ⤵️⤵️
➡️იუთუბზე
https://bit.ly/3FL42ok
➡️ფეისბუკზე
  / shin2975  
➡️ინსტაგრამზე
  / shinauruli

ვიდეოები „Shinauruli -homemade easy recipes"-ისგან