გიორგი მურვანიძე: „გარანტია როგორ იქნებოდა“
„გარანტია როგორ იქნებოდა“ – ასე უპასუხა „აჭარა თაიმსს“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ კითხვას, ჰქონდა თუ არა თანამდებობაზე დანიშვნამდე იმის გარანტია, რომ ის იქნებოდა ბათუმის მომავალი მერი.
მურვანიძის თქმით, ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას და მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
„შეთავაზების დროს იყო საუბარი, რომ უნდა შემესრულებინა მოვალეობა, როგორც ბათუმელ კაცს,“ – ამბობს მურვანიძე.
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით შესაძლოა ბევრი საუბარი იყოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს.
„მოვალეობას ვასრულებ და ველოდები გადაწყვეტილებას. მზად ვარ, ჩავიბარო ეს საპასუხისმგებლო საქმე,“ – აღნიშნა მურვანიძემ ჩვენთან საუბრისას.
ცნობისთვის: „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე თორნიკე ფაღავას კანდიდატურას განიხილავს.
მსგავსი ვიდეოები
მე წავედი
Giorgi Murvanidze
სოფლის შენებას რა უნდა?!
Giorgi Murvanidze
“ემიგრაციიდან ემიგრაციაში”
Giorgi Murvanidze
გიორგი მურვანიძე | ყავა ბათუმურად | 29.06.2025
Ajara TV
სარეკლამო ვიდეორგოლი - აღმოაჩინე აჭარა
Ajara TV
სარეკლამო ვიდეორგოლი - აღმოაჩინე აჭარა
Ajara TV
სარეკლამო ვიდეორგოლი - აღმოაჩინე აჭარა
Ajara TV
#არტი #წერექართულად
ჰეშთეგი / Hashtag